მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი, ტიმ უელჩი
Aa
Aa

„მერაბი ცხოველია, მაგრამ...“ | რას ვარაუდობს შონ ომალის მწვრთნელი

შონ ომალის მწვრთნელმა, ტიმ უელჩმა მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ორთაბრძოლაზე ისაუბრა. უელჩმა „მანქანა“ შეაქო, თუმცა, განაცხადა, რომ UFC-ის სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონს ახალი ჩემპიონი ეყოლება.

„მერაბს ვერ წავართმევთ იმას, რომ ეს ბიჭი ნამდვილი ცხოველია. მაგარი კარდიო აქვს და ყოველთვის წინ მიდის. უცნაური რიტმი აქვს და ომალისთან ორთაბრძოლისას, ჰქონდა ისეთი გეგმა, რომლის მსგავსითაც ცხოვრებაში არასდროს უჩხუბია. მერაბს ვერ წავართმევთ იმას თუ რამდენად მაღალი დონის მებრძოლია.

უმარს რაც შეეხება, მისი გვარი ნურმაგომედოვია და ყველამ ვიცით, რომ ეს ბიჭი გრეპლინგის მანქანაა. ვფიქრობ, ხაბიბი და მისი თანაგუნდელები მერაბის წინააღმდეგ შესანიშნავ გეგმას შეიმუშავებენ. ისინი გაანეიტრალებენ პოზიციებს, რომლებში შესვლაც და იქ 2-3 წუთით გაჩერება დვალიშვილს ძალიან უყვარს, დგომში კი უმარი ბევრად სახიფათო იქნება, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნურმაგომედოვს ხელი ჰქონდა მოტეხილი. მერაბის ადგილას რომ ვიყო, ბრძოლის დაწყებისთანავე შევეცდებოდი, უმარის ხელისთვის ზიანი მიმეყენებინა და მომეტეხა.

ვინ იცის, რა მოხდება. თუმცა, ფსონს რომ ვაკეთებდე, ნურმაგომედოვის გამარჯვებაზე ჩამოვიდოდი მსაჯების გადაწყვეტილებით“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი და ნურმაგომედოვი 19 იანვრის ღამეს UFC 311-ზე იბრძოლებენ. ბუკმეკერები ფავორიტად უმარს თვლიან და მიაჩნიათ, რომ „მანქანას“ ქამრის შენარჩუნების ძალიან დაბალი შანსი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან შორსაა ძველი კვარასგან“ | რას წერს Gazzetta ქართველ ფეხბურთელზე
„ძალიან შორსაა ძველი კვარასგან“ | რას წერს Gazzetta ქართველ ფეხბურთელზე