რა არის გამარჯვებისთვის საჭირო | უმარის მწვრთნელმა მერაბთან ჩხუბზე ისაუბრა
უმარ ნურმაგომედოვის ლეგენდარულმა მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა მერაბ დვალიშვილთან ჩანიშნულ ორთაბრძოლაზე ილაპარაკა. მენდესმა დაასახელა ფაქტორები, რომლებიც უმარს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარება და განაცხადა, რომ ნურმაგომედოვი 5 რაუნდს უპრობლემოდ გაუძლებს.
„უმარს, წარმატების მისაღწევად, სტრაიკინგი და ჭიდაობა ესაჭიროება. მერაბს თეიქდაუნებს ბრწყინვალეს ასრულებს და ვფიქრობ, მოგვიწევს, როგორც დგომში, ისე პარტერში ვიჩხუბოთ. ვიცი, რომ ორივე კომპონენტში დვალიშვილზე უკეთესნი ვართ.
ის, რაშიც მერაბი ჩვენზე წინაა, მომზადებას უკავშირდება, მაგრამ ორთაბრძოლა 10 ან 7 რაუნდი არ გაგრძელდება, მხოლოდ ხუთ რაუნდს ვიხილავთ და უმარი 6 რაუნდს უპრობლემოდ აიტანს“.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი და ნურმაგომედოვი 19 იანვრის ღამეს UFC 311-ზე იბრძოლებენ. ბუკმეკერები ფავორიტად უმარს თვლიან და მიაჩნიათ, რომ „მანქანას“ ქამრის შენარჩუნების ძალიან დაბალი შანსი აქვს.