ლოჩოშვილის ახალი მსურველი | ფეხბურთელის მიზანი ტოპ 5-ში დაბრუნებაა
Tuttosport-ის ცნობით, იტალიის სერია B-ში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი „სალერნიტანა’’ ლუკა ლოჩოშვილის დამატებას გეგმავს. იტალიურმა მედიამ, ლოჩოშვილი სერია B-ს კიდევ ერთ კლუბს, „მოდენას’’ დაუკავშირა.
CrystalSport-ის ცნობით, ლუკას ტოპ 5 ლიგაში დაბრუნება სურს, რისთვისაც ისეთ ევროპულ კლუბში გადასვლაა აუცილებელი, სადაც სეზონის დარჩენილ ნაწილში რეგულარულ სათამაშო დროს მიიღებს. ასეთ შემთხვევაში, ზაფხულში ტოპ 5 ლიგაში დაბრუნების შანსი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ქართველი მცველის მოქმედი კლუბი „კრემონეზე'' სერია A-ში აღზევებისთვის იბრძვის, თუმცა ამ სეზონში ლუკას მცირე სათამაშო დრო აქვს, იტალიის ჩემპიონატის მხოლოდ შვიდ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რაც ორი მიზეზით აიხსნება, მთავარი მწვრთნელები ნდობას არ უცხადებდნენ და დისკვალიფიკაციის გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვა.
„ტრაბზონი,'' „რიზე'' და „გაზიანთეფი'' ლუკას მიმართ ინტერესს გამოხატავენ, მაგრამ ფეხბურთელისთვის თურქეთში თამაში ამ ეტაპზე საინტერესო ვარიანტი არაა. როგორც გითხარით, მისი მიზანი ტოპ ლიგაში დაბრუნებაა. 2022-23 წლების სეზონში ლუკამ „კრემონეზეს'' რიგებში სერია A-ს 25 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა, შემდეგ კრემონული კლუბი რანგით მეორე ლიგაში გავარდა და გასულ სეზონში ელიტაში ვერ დაბრუნდა.