„რეალში კი არა ტრანმერში უფრო გადავა“ | როი კინი ტრენტზე და ტრანმერის უარი
„ლივერპულის“ მცველს, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს მადრიდის „რეალს“ აქტიურად უკავშირებენ. მერსისაიდელებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მატჩის შემდეგ, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა, „წითელი ეშმაკების“ ლეგენდამ, როი კინმა ტრენტი გააკრიტიკა და გააჟღერა ხუმრობა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„ხალხი ამბობს, რომ ალექსანდერ-არნოლდი რეალში მიდის... დაცვაში თამაში თუ ასე გააგრძელა, რეალში კი არა ტრანმერ როვერსში აღმოჩნდება“, - განაცხადა კინმა Sky Sports-ის პირდაპირ ეთერში.
„ტრენტი ტრანმერში როი? არა, არ გვინდა. მადლობა“, - ასე გამოეხმაურა „ტრანმერი“ კინის სიტყვებს. „როვერსი“ ლიგა 2-ში ასპარეზობს, რომელიც ინგლისის რანგით მეოთხე დივიზიონია, მაგრამ როგორც ჩანს, ტრენტმა მათი მოსაწონი დაცვაც ვერ ითამაშა.
ცნობისთვის, „ნისლიან ალბიონზე“ ირწმუნებიან, რომ „რეალმა“ „ლივერპულს“ წინადადება გაუკეთა და ინგლისელი მცველის გადაბირებს ცდილობს. Sky Sports-ის მიხედვით, „სამეფო კლუბი“ 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს ჩამოვიდა, მაგრამ ეს თანხა „ლივერპულის“ დასაყოლიებლად საკმარისი არაა.