ლიონს ახალ წინადადებას უმზადებენ | გალათასარაი მიქაუტაძეს არ ეშვება
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად გაიხსნა და თურქული გამოცემების ერთ-ერთი სასაუბრო თემა „გალათასარაის“ სამომავლო გეგმებია. „ყვითელ-წითლები“ შემადგენლობის გაძლიერებას აპირებენ და მათი მთავარი სამიზნე გიორგი მიქაუტაძეა.
„გალამ“ „ლიონს“ წინადადებით უკვე მიმართა და ფრანგულ კლუბს 21 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, „გალათასარაი“ დანებებას არ აპირებს და Fotomac-სა და Milliyet-ს თუ დავუჯერებთ, „ლიონისთვის“ ახალ წინადადებას ამზადებს.
თურქული გამოცემების მიხედვით, „გალათასარაი“ სატრანსფერო თანხას 23 მილიონამდე გაზრდის - 20 მილიონს პლუს 3 მილიონის ოდენობის ბონუსები. მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და როგორც Milliyet-ი წერს, „გალა“ გარიგების დასახურად აქტიურად მუშაობს.
ცნობისთვის, მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 18 მილიონი ევროა. „გალათასარაის“ გარდა, ქართველი ფეხბურთელი „მარსელს“, „ლევერკუზენს“, „ევერტონს“, „იუვენტუსს“, „ბოლონიასა“ და „რომას“ დაუკავშირეს.