ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

„რთულია, მაგრამ დროა“ | ბუდუ კარლსრუეს დაემშვიდობა

ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუესა“ და მის გულშემატკივრებს დაემშვიდობა. ქართველმა თავდამსხმელმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და „კარლსრუესა“ და გერმანული კლუბის ქომაგებს მადლობა გადაუხადა.

„დროა, დაგემშვიდობოთ, რაც რთულია. აქ ორი საოცარი წელიწადი გავატარე. შესანიშნავ ადამიანებს შევხვდი და ბევრი მეგობარი შევიძინე. ეს პერიოდი არასდროს დამავიწყდება. მინდა, ჩვენს საოცარ ფანებს, ჩემს თანაგუნდელებს, სამწვრთნელო შტაბის წევრებსა და ყველას, ვინც კლუბში მუშაობს, მადლობა გადავუხადო.

კარლსრუე ჩემს ოჯახად იქცა და ყოველთვის ასე იქნება. გემშვიდობებით, მაგრამ მოგონებები, სიყვარული და უამრავი ემოცია თან მიმაქვს. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. მადლობა, თქვენი ბუდუ“.

შეგახსენებთ, რომ ზივზივაძე კარიერას „ჰაიდენჰაიმში“ განაგრძობს, რომელიც გერმანიის უმაღლეს დივიზიონში, ბუნდესლიგაში ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში, ბუდუ „კარლსრუეს“ ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი იყო და კლუბი ბუნდესლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
TEAMtalk: „მან. იუნაიტედმა და ნაპოლიმ შესაძლოა, კვარაცხელია და რაშფორდი გაცვალონ“
TEAMtalk: „მან. იუნაიტედმა და ნაპოლიმ შესაძლოა, კვარაცხელია და რაშფორდი გაცვალონ“