ისლამს სიურპრიზს უმზადებს - ცარუკიანის გეგმები
19 იანვარს, UFC 311-ის მთავარი მოვლენა ისლამ მახაჩევისა და არმან ცარუკიანის დაპირისპირება იქნება, რასაც წინ დიდი მოლოდინი და აჟიოტაჟი უძღვის. სომეხმა მებრძოლი უძლიერესი მეტოქის დასამარცხებლად ძალ-ღონეს არ იშურებს, მისი სვლებიდან კი განსაკუთრებით გამოსარჩევი მწვრთნელად ადრიანო მარტინსის აყვანა იყო. ვინც არ იცის, გეტყვით, რომ მარტინსი ერთადერთია, რომელმაც მახაჩევის დამარცხება შეძლო და მან ამის გაკეთება პირველივე რაუნდში ნოკაუტით მოახერხა.
მარტინსს საკუთარი აზრის გამოთქმა მომავალ ბრძოლასთან დაკავშირებით სთხოვეს და მან აღნიშნა, რომ არის უამრავი ასპექტი, რომლის ხარჯზეც ცარუკიანს ისლამის ბარიერის დაძლევა შეუძლია. ასევე დაამატა, რომ კარიერის მანძილზე პირადად მას დაღესტნელ მებრძოლთან ათჯერ რომ ეჩხუბა, პარტერში მის გათიშვას ისლამი ერთხელაც ვერ შეძლებდა.
მწვრთნელის მსგავსად, თავდაჯერებულია თავად სომეხი სპორტსმენიც, რომელიც არ მალავს, რომ მახაჩევისთვის სიურპრიზი აქვს მომზადებული, რომლის გამოყენებასაც ბრძოლის მიმდინარეობისას შეეცდება და ღრმად არის დარწმუნებული, რომ ყოველივე ეს სათანადო შედეგს გამოიღებს.