ცვლილება ლიდერ გუნდში - ატლეტიკო დირექტორის გარეშე დარჩა
Aa
Aa

ცვლილება ლიდერ გუნდში - ატლეტიკო დირექტორის გარეშე დარჩა

წლევანდელ სეზონში „ატლეტიკო“ ჩინებულად გამოიყურება, რის გამოც მადრიდულ კლუბთან დაკავშირებული საკადრო ცვლილება გულშემატკივართათვის მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრეა ბერტამ, რომელიც როხიბლანკოში 2013 წლიდან „ჯენოადან“ მისვლის შემდეგ მუშაობდა, დაკავებული თანამდებობა დატოვა. კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ამ ყველაფერთან დაკავშირებით სტანდარტული განცხადება გამოაქვეყნა, სადაც იტალიელ ფუნქციონერს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლო წარმატებები უსურვეს.

ბერტას თავდაპირველად როხიბლანკოს სკაუტინგის საერთაშორისო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა, 2017 წლიდან კი სპორტული დირექტორის თანამდებობაზე ხოსე ლუის პერეს კამინერო დანიშნეს. საერთო ჯამში კი აპენინელის მოღვაწეობის მანძილზე „ატლეტიკომ“  ორჯერ ლა ლიგა (2014, 2021), თითოჯერ კი კოპა დელ რეი (2013), ესპანეთის სუპერ თასი (2014), ევროპა ლიგა (2018) და ევროპის სუპერთასი (2018) მოიგო.

ამ ეტაპზე „ატლეტიკო“ 41 ქულით ესპანეთის ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ თანაქალაქელ „რეალს“ 2 ქულით ჩამორჩება, თუმცა დიეგო სიმეონეს მომზადებულ ფეხბურთელებს სამეფო კლუბთან შედარებით მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფლიკი: ატლეტიკო ამჟამად საუკეთესო გუნდია და ეს უნდა ვაღიაროთ
ფლიკი: ატლეტიკო ამჟამად საუკეთესო გუნდია და ეს უნდა ვაღიაროთ