ცხოვრებაძის გამარჯვების გოლი - საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი ბოლო წამზე დაამარცხა
რუმინეთში, კარპატის თასი საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა გამარჯვებით დაასრულა. ტიტე კალანდაძის გუნდი ბოლო მატჩში ტურნირის მასპინძელ ნაკრებს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 35:34 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში უდიდესი როლი ჩვენი გუნდის ლიდერმა, გიორგი ცხოვრებაძემ ითამაშა, რომელმაც ბოლო წამებზე ბრწყინვალე მოქმედებით გამარჯვების გოლი გაიტანა.
ქართველმა ხელბურთელებმა ტურნირზე პირველი შეხვედრა სერბეთთან 35:25 დათმეს, მეორე მატჩში კი თურქეთი 32:27 დაამარცხეს. საბოლოოდ, ტიტე კალანდაძის გუნდმა კარპატის თასი მე-2 ადგილზე დაასრულა.