დირკ შუსტერი
Aa
Aa

კინის შემცვლელი იკვეთება - ბუნდესლიგის საუკეთესო მწვრთნელი ქუთაისში

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა სულ მალე გახდება  ცნობილი - ამ თანამდებობაზე ახლახანს წასული სტივ კინი შესაძლოა დირკ შუსტერმა შეცვალოს, რომელიც 2016 წელს არც მეტი არც ნაკლები გერმანიის ბუნდესლიგის წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.  კლუბის წარმომადგენლებმა Crystalsport-თან საუბარში დაადასტურეს, რომ ალემანი სპეციალისტი ქუთაისში რამდენიმე საათის წინ ჩავიდა, ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებები გამართა, თუმცა ჯერ საბოლოო შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.

შუსტერის სამწვრთნელო მოღვაწეობა 2009 წლის 30 მაისს „კიკერსში“ დაიწყო, რასაც „დარმშტადში“, „აუგსბურგში“, „აუესა“ და „კაიზერსლაუტერნში“ მუშაობა მოჰყვა. საერთო ჯამში ამ გუნდებმა მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 422 მატჩიდან 167 მოიგეს, 126 ფრედ დაასრულეს და 129-ში დამარცხდნენ. რაც შეეხება მის საფეხბურთო კარიერას, დიდი წარმატებებით არ გამოირჩეოდა და შუსტერის ყველაზე დიდი მიღწევა 1996 წელს „კარლსრუესთან“ ერთად გერმანიის თასის ფინალში გასვლა იყო.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „ტორპედომ“ Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგა მეორე ადგილზე დაასრულა და თუ შუსტერთან მიმდინარე მოლაპარაკებები ლოგიკურად დაგვირგვინდა, ქუთაისელები ზაფხულში უეფას კონფერენს ლიგაზე გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯაბა კანკავა თბილისის დინამოში დაბრუნდა
ჯაბა კანკავა თბილისის დინამოში დაბრუნდა