ასისტი არისთან - შენგელიას კარგი მატჩი და ოფის გამარჯვება
საბერძნეთის სუპერლიგის მე-17 ტურში, ლევან შენგელიას „ოფი“ სტუმრად „არისს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 გაიმარჯვა.
ქართველი შემტევი „ოფის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 87 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში შენგელია აქტიურობდა და თავისი გუნდის მეორე გოლში თავისი წვლილი შეიტანა.
71-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:0 იყო, ლევან შენგელიამ თანაგუნდელ ენდრიუ ჟანს საგოლე გადაცემა გაუკეთა, რითაც „ოფის“ უპირატესობა ორბურთიანი გახდა.
მიმდინარე სეზონში „შენგელიამ“ ოფის მაისურით მე-15 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და მე-6 საგოლე გადაცემა შეასრულა. 17 ტურის შემდეგ „ოფი“ სატურნირო ცხრილში 23 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი საბერძნეთის თასზე, 9 იანვარს სტუმრად „პანაჩაიკის“ წინააღმდეგ გამართავს.