ბექა შვანგირაძე
Aa
Aa

სადებიუტო ლელო - შვანგირაძემ ტოპ 14-ში აქტივი გახსნა

ბექა შვანგირაძემ საფრანგეთის ტოპ 14-ში სადებიუტო ლელო დადო. გათამაშების XIV ტურში „ლიონმა“ საკუთარ სტადიონზე „პერპირიანი“ 5-ქულიანი სხვაობით, 17:12 დაამარცხა, გამარჯვებაში კი მასპინძლების სამივე ქართველმა მორაგბემ სოლიდური წვლილი შეიტანა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 22 წლის შვანგირაძის ასპარეზობა, რომელმაც მეტოქის ჩათვლის მოედანი 27-ე წუთზე აიღო. გარდა ამისა, დრიბლინგის 10 მცდელობა ჰქონდა, 9 წარმატებული ბოჭვა შეასრულა და ბურთით საერთო ჯამში 30-მეტრი დაფარა.

მის გარდა, „ლიონის“ სასტარტო თხუთმეტეულში იყვნენ ბექა საღინაძე და დავით ნინიაშვილი და საინტერესოა ის ფაქტი, რომ მასპინძელთა მორაგბეებიდან ათბალიანი სისტემით ყველაზე მაღალი შეფასებები, შვიდიანები შვანგირაძესა და საღინაძეს დაუწერეს, რომელმაც 9 წარმატებული ბოჭვა შეასრულა, მეტოქის ხაზის გაჭრა 19-ჯერ სცადა და საერთო ჯამში 30 მეტრი დაფარა.

თოთხმეტ ტურში დაგროვებული 26 ქულით „ლიონი“ სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზეა. რონისპირელები თვის ბოლომდე ჩემპიონატში აღარ ითამაშებენ - 12 და 18 იანვარს მათ ევროპის ჩელენჯ თასის შეხვედრები ელით.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
2024 წლის გუნდი | დავით ნინიაშვილი Daily Mail-ის რჩეულთა შორის
2024 წლის გუნდი | დავით ნინიაშვილი Daily Mail-ის რჩეულთა შორის