ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

ლაპორტას გადაყენება ემუქრება - პროტესტის პირველი ტალღა

„ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა შესაძლოა დანი ოლმოსა და პაუ ვიქტორის რეგისტრაციის საქმემ შეიწიროს. რამდენიმე დღის წინ, როგორც ლა ლიგის, ასევე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა ამ ორი მოთამაშის განაცხადში შეყვანაზე „ბლაუგრანას“ ოფიციალური უარი უთხრეს, რამაც კლუბის ხელმძღვანელის სკამი სერიოზულად შეარყია.

დღეს კი, პირველი საპროტესტო განცხადებაც გამოჩნდა, რომელიც კლუბის დირექტორთა საბჭოში შემავალ ერთ-ერთ მსხვილ დაჯგუფებას, Som un Clam-ს ეკუთვნის და ამ განცხადებას ხელს კიდევ 10 ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფი აწერს. ისინი ლაპორტას „ბარსასთვის“ უსარგებლო პრეზიდენტად ბოლო პერიოდში გაზრდილი ფინანსური ზარალის, Nike-თან ხელშეკრულების გახანგრძლივების ჩაშლის, საკალათბურთო კლუბ „ბარსელონაში“ ტომას ერტელის დაბლოკილი დაბრუნებითა და ზემოთხსენებული ოლმო-ვიქტორის დუეტის დაურეგისტრირებლობის გამო მიიჩნევენ.

19 ტურის შემდეგ დაგროვებული 38 ქულით „ბარსელონა“ პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და ლიდერ მადრიდის „რეალს“ 5 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალური უარი - ბარსელონა ოლმოსა და ვიქტორს ვერ დაარეგისტრირებს
ოფიციალური უარი - ბარსელონა ოლმოსა და ვიქტორს ვერ დაარეგისტრირებს