ბექა ბურჯანაძე
Aa
Aa

2 მოხსნა ორმაგ დუბლამდე - ბურჯანაძის შედეგიანი მატჩი

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში ბექა ბურჯანაძემ უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. გალისიური „ლეიმა“ საკუთარ დარბაზში „ვალენსიასთან“ 8-ქულიანი სხვაობით, 91:99 დამარცხდა, მასპინძლების 31 წლის ქართველ ლეგიონერს კი ორმაგ დუბლამდე მხოლოდ ორი მოხსნა დააკლდა.

ბურჯანაძემ პარკეტზე გატარებულ 26 წუთში 14 ქულა, 8 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი დააგროვა. მან ცხრიდან ხუთი ორქულიანი და ექვსიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო. პერიმეტრიდან სროლა ერთხელ სცადა, თუმცა არაზუსტი აღმოჩნდა. რვა მოხსნიდან ხუთი დაცვაში, სამი შეტევაში შეასრულა, სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი მხოლოდ ორჯერ დაკარგა.

4 მოგებითა და 10 წაგებით „ლეიმა“ 18-გუნდიან ლიგა ენდესაში ბოლოსწინა ადგილზეა. მომდევნო ტურში ბურჯანაძე და მისი თანაგუნდელები 8 იანვარს, სტუმრად „ბასკონიას“ დაუპირისპირდებიან, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი კამარ ბოლდუინი იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მცირედი სამმაგ დუბლამდე - ბითაძის მორიგი მაგარი მატჩი
მცირედი სამმაგ დუბლამდე - ბითაძის მორიგი მაგარი მატჩი