მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„მერაბი უმარს მოუგებს, მე კი რემატჩს მივიღებ“ - ომალის გეგმები

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, შონ ომალი იაპონიაში მოგზაურობისას ადგილობრივ მედიას გაესაუბრა და თავისი სამომავლო გეგმები გააცნო. „შუგას“ იმედი აქვს, რომ მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ბრძოლაში უმარ ნურმაგომედოვს დაამარცხებს და ამით, „მანქანასთან“ რემატჩის შესაძლებლობას მიიღებს.

რას ამბობს ომალი:

„იდეალური იქნება, თუ მერაბი უმარს დაამარცხებს და მე მივიღებ განმეორებით ორთაბრძოლას. მაგრამ თუ უმარი მოიგებს, ჩემი მომდევნო მეტოქე სწორედ ის იქნება. ეს არის ის, რაც მე მინდა. ჩემი მომდევნო ბრძოლა კვლავ ტიტულზე იქნება. იმედია, ეს 2025 წლის შუა რიცხვებში შედგება“.

ცნობისთვის, მერაბ UFC-სთან რამდენიმე კვირის წინანდელ ინტერვიუში თქვა, რომ 2025 წელს მას სამი ბრძოლის ჩატარება სურს და ერთ-ერთ მეტოქედ შონ ომალისაც მოიაზრებდა.

მანამდე, „მანქანას“ ჩემპიონის ქამრის დაცვა უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ მოუწევს. ქართველი და რუსი მებრძოლების დაპირისპირება 19 იანვარს, UFC 311-ზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები