ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე, კრისტიან აიხნერი, ჰაიდენჰაიმი
Aa
Aa

„მისი წასვლა უდიდესი დანაკლისია“ - კარლსრუეს მწვრთნელი ბუდუზე

„კარლსრუეს“ მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან აიხნერმა გერმანულ მედიასთან ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი წასვლა გუნდისთვის დიდი დანაკლისია.

რას ამბობს აიხნერი:

„სპორტული თვალსაზრისით, ბუდუს წასვლა გუნდისთვის უდიდესი დანაკლისია. ჩვენ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი დავკარგეთ, რომელსაც განსაკუთრებული შესაძლებლობები ჰქონდა“.

„ვინ შეცვლის მას? ვფიქრობ, ლუკა პფაიფერი ის ადამიანია, რომელსაც ამ დანაკლისის შევსება შეუძლია. თავდაპირველად, მას ფეხის პრობლემა ჰქონდა, რის გამოც ოპერაციაც გაიკეთა, ახლა კი ბოლომდე გამოჯანმრთელდა და შეუძლია, პროგრესი გააგრძელოს. მაგრამ ზივზივაძის წასვლისა და ანდრიან ჰანზიკერის ტრავმის გამო ცხადია, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე კიდევ ერთი თავდამსხმელის დამატება გვჭირდება“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ბუდუ ზივზივაძე გერმანიის ბუნდესლიგის კლუბ „ჰაიდენჰაიმს“ შეუერთდა. 31 წლის თავდამსხმელმა ახალ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ბუზუ ზივზივაძე მიმდინარე სეზონში „კარლსრუეში“ ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი იყო და ამ დრომდე, მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე იმყოფება. ბუდუმ „ჰაიდენჰაიმში“ გადასვლამდე „კარლსრუეში“ 17 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.

ბუნდესლიგაში ზივზივაძის დებიუტი 11 იანვარს, თბილისის დროით 18:30 საათზე შედგება. „ჰაიდენჰაიმი“ საკუთარ მოედანზე „უნიონ ბერლინს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები