რეალში ან ბარსაში წავა და ყველაფერს გაანადგურებს - ადილ რამი მიქაუტაძეზე
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ადილ რამიმ Twitch-ში საკუთარ არხზე გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა. მისი აზრით, ქართველი ფორვარდი ტოპ კლუბში თამაშს იმსახურებს.
„ვაჭარბებ თუ ვიტყვი რომ მიქაუტაძე დიდი ევროპული კლუბების დონეზეა? ევროპის ტოპ 10 კლუბს ვგულისხმობ. ახლა „ბარსაში’’ ლევანდოვსკია. გპირდებით, მიქაუტაძე ისეთ გუნდში წავა, როგორებიც „რეალი’’ და „ბარსელონა’’ არიან, და იქ ყველაფერს გაანადგურებს. ასევე, ასეთი დონის კლუბებში ისეთი თანაგუნდელები ეყოლება, რომლებიც პასებს უმაღლეს დონეზე ასრულებენ. თუ ასე მოხდა, რას მეტყვით? მეტყვით, რომ ადილ შენ გენიოსი ხარ. ახლა პსჟ-შია, კარგად პროგრესირებს, მისი ადგილი პსჟ-ს დონის კლუბშია’’.
გასულ ზაფხულში მშობლიურ კლუბ „ლიონში'' გადავიდა. ქართველი ფორვარდისთვის სეზონი ცუდად დაიწყო, თუმცა შემდეგ ვითარება შეიცვალა, შედეგიანობას უმატა და დეკემბრის თვის „ლიონის'' საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 22 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.
ცნობისთვის, მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 18 მილიონი ევროა. „გალათასარაის“ გარდა ქართველი ფეხბურთელი „მარსელს“, „ლევერკუზენს“, „ევერტონს“, „იუვენტუსს“, „ბოლონიასა“ და „რომას“ დაუკავშირეს.