მეტოქე ცნობილია | ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის კვალიფიკაციაზე
ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე 16 წლის კრუზ ჰიუიტი იქნება, რომელიც ლეგენდარული ლეიტონ ჰიუიტის შვილია და მსოფლიოს 1265-ე ჩოგანია. ბასილაშვილი ფავორიტია, ამჟამად 208-ე ჩოგანია.
შეხვედრა 7 იანვარს, თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.
ძირითადად ბადეში მოსახვედრად ქართველმა ჩოგბურთელმა სამი ეტაპი უნდა გაიაროს, ჰიუიტის გარდა კიდევ ორ მეტოქეს უნდა მოუგოს.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის ქართველმა 2018 და 2019 წელს ავსტრალიის ღია პირველობის მესამე რაუნდში გააღწია. ასევე შეგახსენებთ, ძალიან დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ნიკოლოზმა გასულ წელს ტიტული მოიგო. ბასილაშვილმა წარმატებას სეულის ჩელენჯერზე მიაღწია. ამ მომენტისთვის, მას 273 სარეიტინგო ქულა აქვს და 208-ე ადგილზე იმყოფება.