მიქაუტაძე აქტიურად ჩაერთო - ლიონმა მონპელიეს მოუგო
საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში ლიონმა ბოლო ადგილზე მყოფ მონპელიეს უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.
სამწუხაროდ, კარგ ფორმაში მყოფი გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა და თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო.
ქართველი ფეხბურთელი საკმაოდ აქტიურად გამოიყურებოდა და ბევრს ცდილობდა. ერთ-ერთ ეპიზოდში, ჯვაროსნების თავდამსხმელი ფაქტობრივად მონპელიეს კართან სულ მარტო იმყოფებოდა, მაგრამ თანაგუნდელმა პასი არ გაუკეთა და ეპიზოდი უშედეგოდ დასრულდა.
მატჩში ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში(91წთ) გავიდა. ლაკაზეტის აქტიურობას ფაიადის ავტოგოლი მოყვა და ლიონმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, ლიონს 28 ქულა დაუგროვდა და მეხუთე პოზიციაზე აღზევდა. ლიდერ პარი სენ ჟერმენს კი 8 ქულით ჩამორჩება. შემდეგ ტურში პიერ საჟის გუნდი ბრესტს ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 11 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.