ბუდუ ზივზივაძე, ჰაიდენჰაიმი
Aa
Aa

„გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ ყოფილა“ - ბუდუს კომენტარი ტრანსფერის შემდეგ

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ, რომელიც „კარლსრუედან“ „ჰაიდენჰაიმში“ გადავიდა და კარიერას გერმანიის უმაღლეს დივიზიონში გააგრძელებს, ახალი კლუბის YouTube-არხთან საუბარში მოკლე კომენტარი გააკეთა და მიღებული გადაწყვეტილების სირთულეზე ისაუბრა.

რა თქვა ბუდუმ:

„როდესაც „ჰაიდენჰაიმის“ მხრიდან ინტერესის შესახებ გავიგე, გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ ყოფილა, იმიტომ რომ „კარლსრუეში“ გუნდის ლიდერი ვიყავი და გულშემატკივრებს ძალიან ვუყვარდი. თუმცა ყოველთვის ვოცნებობდი ბუნდესლიგაში თამაშზე და როდესაც ასეთი შესაძლებლობა მომეცა, მისი ხელიდან გაშვება არ მინდოდა.

მოხარული ვარ, რომ რამდენიმე კვირაში ბუნდესლიგაში ვითამაშებ. მოედანზე ბოლომდე ვიხარჯები, მიყვარს გოლების გატანა და ყველაფერს გავაკეთებ, რათა გუნდს დავეხმარო - გოლებით თუ უბრალოდ კარგი თამაშით“.

შეგახსენებთ, რომ  ბუდუ ზივზივაძემ „ჰაიდენჰაიმს“ საკუთარი მომავალი 2029 წლამდე დაუკავშირა. მიმდინარე სეზონში „კარლსრუეს'' რიგებში ბუდუმ ბუნდესლიგა 2-ის 17 მატჩში 12 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მისი დამატება მარტივი ვერ იქნებოდა - ჰაიდენჰაიმი ბუდუს ტრანსფერზე
მისი დამატება მარტივი ვერ იქნებოდა - ჰაიდენჰაიმი ბუდუს ტრანსფერზე