მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი, კურტის ბლეიდსი
Aa
Aa

„ფსონს მერაბის გამარჯვებაზე ვდებ, მაგრამ...“ - ბლეიდსის პროგნოზი

UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის მებრძოლმა, კურტის ბლეიდსმა მერაბ დვალიშვილსა და უმარ ნურმაგომედოვს შორის დაგეგმილი საჩემპიონო ბრძოლის შესახებ ისაუბრა და საკუთარი პროგნოზიც გააკეთა. ბლეიდი ვარაუდობს, რომ დვალიშვილი ქამრის დაცვას შეძლებს.

რა თქვა კურტის ბლეიდსმა:

„ეს ნამდვილი სიგიჟე იქნება. მერაბი და უმარი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ორივე თეიქდაუნების განხორციელებას შეეცდება, ორივე ძალიან მაღალ ტემპში მუშაობს. უმარი ცოტათი უფრო ტექნიკურია, მერაბი კი უფრო იმპულსური და ყოველთვის წინ მიიწევს. ფსონს მერაბის გამარჯვებაზე ვდებ, მაგრამ ვიცი, რომ უმარს სწრაფი ხელები აქვს“.

შეგახსენებთ, რომ UFC 311-ზე მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტულს პირველად დაიცავს, მისი მეტოქე კი დაუმარცხებელი დაღესტნელი, უმარ ნურმაგომედოვი იქნება (18-0). მერაბისა და უმარის ჩხუბი თბილისის დროით, 19 იანვარს, გამთენიისას შედგება.

ცნობისთვის, მერაბის ანგარიშზე MMA-ში გამართული 22 ბრძოლიდან 18 მოგება და 4 მარცხია. 2024 წლის 14 სექტემბერს მერაბმა სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, შონ ომალი დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამპარტავანი არ ვარ, მაგრამ ... - უმარი ყველაზე რთულ მეტოქეზე
ამპარტავანი არ ვარ, მაგრამ ... - უმარი ყველაზე რთულ მეტოქეზე