3-წლიანი კონტრაქტი - პსჟ-მ სალაჰს შეთავაზება გაუკეთა
როგორც მოგეხსენებათ, მოჰამედ სალაჰი ლივერპულში ბოლო სეზონს ატარებს. ფარაონმა საჯაროდ განაცხადა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.
ამის პარალელურად, პარი სენ ჟერმენმა ეგვიპტელ სუპერვარსკვლავს შეთავაზება გაუკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას Goal.Com ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ფრანგულმა გიგანტმა მოჰამედს 3-წლიანი ხელშეკრულება შესთავაზა, თუმცა უცნობია სავარაუდო ანაზღაურება.
ამ მომენტისთვის, სალაჰი მთლიანად ლივერპულზეა ორიენტირებული და არანაირ შეთავაზებას არ განიხილავს, თუმცა, თუ Goal-ს დავუჯერებთ, პარიზელთა შეთავაზება ზაფხულშიც ძალაში იქნება.
აღსანიშნავია, რომ 32 წლის გარემარბი კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონს ატარებს. ფარაონმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 26 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.
განსაკუთრებით გამოსარჩევია მისი პრემიერ ლიგური სტატისტიკა - 18 მატჩი, 17 გოლი, 13 საგოლე პასი.
რაც შეეხება ლივერპულს, არნე სლოტის გუნდი პრემიერ ლიგას დამაჯერებლად ლიდერობს. ასევე, მერსისაიდელები ჩემპიონთა ლიგის ფაზასაც ლიდერობენ.