ემპოლი, საბა გოგლიჩიძე, ვენეცია
Aa
Aa

ემპოლიმ ვენეციას ვერ მოუგო, გოგლიჩიძეს კარგი მატჩი ჰქონდა

იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში, საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ სტუმრად „ვენეციას“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ტოსკანელებმა კი მოუგებელი სერია ოთხ მატჩამდე გაზარდეს.

ანგარიში მე-5 წუთზე „ემპოლის“მეკარის, დევის ვასკესის უხეში შეცდომის შემდეგ გაიხსნა - გოლი „ვენეციას“ კაპიტნის, იოელ პოჰიანპალოს ანგარიშზეა. სტუმრებმა ანგარიში პირველივე ტაიმში, 32-ე წუთზე გაათანაბრეს - ლორენცო კოლომბოს პასის შემდეგ თავი სებასტიანო ესპოზიტომ გამოიჩინა.

რაც შეეხება გოგლიჩიძეს, ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და Sofascore-ისგან 7,1-იანი შეფასება მიიღო, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: ბურთთან 48 შეხება, 37-დან 26 ზუსტად შესრულებული პასი (70%), 11-დან 5 ზუსტი გრძელი პასი, 1 საკვანძო პასი, 11 დაკარგული ბურთი, 6-დან 5 მოგებული ორთაბრძოლა, 7-დან 3 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა, ბურთის 3 ამოტანა, 1 დაბლოკილი დარტყმა და 2 ართმევა. გოგლიჩიძე სამჯერ დაჯარიმდა და მეტოქეს კი ერთხელ დაარღვევინა წესები.

ცნობისთვის, „ემპოლის“ 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციას იკავებს. გოგლიჩიძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 11 იანვარს გამართავს, როდესაც „კარლო კასტელანიზე“ „ლეჩეს“ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დარჩა მხოლოდ ოდიშარია - სილაგაძემ კლუბი დატოვა
დარჩა მხოლოდ ოდიშარია - სილაგაძემ კლუბი დატოვა