ინტერესი სხვა იტალიური გუნდიდან - ლოჩოშვილს კრემონეზეს დატოვება სურს
რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ლუკა ლოჩოშვილის გადაბირება თურქულ გუნდებს სურთ. საუბარი რიზესპორზე და გაზიანთეფზეა.
დღეს კი იტალიური მედია ქართველი ფეხბურთელის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემა Sport Quotidiano იუწყება, რომ კრემონეზეს რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა ესაჭიროება. ერთ-ერთი პირველი წამსვლელი კი სწორედ ლოჩოშვილია.
ამავე წყაროზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ ლუკას გადაბირება სერია ბ-ს კიდევ ერთ ბინადარს მოდენას სურს. ამ ტრანსფერზე სპორტული დირექტორი სიმონე ჯიაკეტა მუშაობს.
კრემონეზეს ფეხბურთელების გაშვება ეჩქარება და არ არის გამორიცხული, რომ ჯვაროსნების უკანახაზელი უახლოეს პერიოდში სხვა გუნდში ვიხილოთ.
გუნდიდან წასვლის წინააღმდეგ არც თავად ლოჩოშვილია, რადგან მიმდინარე სეზონში საკმაოდ ცოტა სათამაშო დრო ეძლევა.
შეგახსენებთ, ლოჩოშვილს კრემონეზესთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. სამენეჯერო სააგენტო, Transfermarkt-ი ქართველ ფეხბურთელს 600 000 ევროდ აფასებს.
ცნობისთვის, კრემონეზე სერია ა-ში გადასვლისთვის იბრძვის და სატურნირო ცხრილში 30 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო მოდენა 25 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს.