გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

შეტევაში აქტიური იყო | ჩაკვეტაძის კარგი თამაში შეფილდ იუნაიტედთან

ინგლისის ჩემპიონშიფის 25-ე ტურში „უოტფორდი’’ შინ „შეფილდ იუნაიტედთან’’ 1:2 დამარცხდა. „უოტფორდმა’’ ზედიზედ მესამე მატჩი დათმო, ბოლო 5 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო, 25 ტურში 37 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზეა. 

ტრადიციულად, „უოტფორდის’’ მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში ათამაშა, ქართველი ფეხბურთელი აქტიური იყო და შეტევა არაერთხელ გაამწვავა. ქლევერლიმ მინდორზე მატჩის ბოლომდე დატოვა (ამ სეზონში 25-ვე მატჩში სასტარტოში იყო და მხოლოდ შვიდ შეხვედრაში შეცვალეს). 66-ე წუთზე გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, ახლო მანძილიდან დაარტყა, თუმცა დაუბლოკეს.

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში ყველა მატჩში ითამაშა, ყოველთვის სასტარტოში იყო, შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია,  მისი კრეატივი და ტექნიკა „უოტფორდის’’ თამაშზე დიდ გავლენას ახდენს. 25 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა, თუმცა ცხადია მისი საგოლე პასების რაოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა, მისი თანაგუნდელები დამაგვირგვინებელ ფაზაში უფრო ზუსტად რომ მოქმედებდნენ.

ჩემპიონშიფის მომდევნო ტურში ჩაკვეტაძის გუნდი „კარდიფს’’ ესტუმრება (14 იანვარი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველად ამ სეზონში - დავითაშვილი სენტ-ეტიენს ვერ დაეხმარება
პირველად ამ სეზონში - დავითაშვილი სენტ-ეტიენს ვერ დაეხმარება