ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

პირველად ამ სეზონში - დავითაშვილი სენტ-ეტიენს ვერ დაეხმარება

„სენტ-ეტიენის’’ ქართველი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი გაციებულია და ლიგა 1-ში „რეიმსთან’’ მატჩს გამოტოვებს. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. მის ნაცვლად მატჩისთვის 26 წლის ნახევარმცველი ლამინე ფომბა მოემზადება.

ამ სეზონში 23 წლის ქართველმა შემტევმა ლიგა 1-ის 15-ვე მატჩში სასტარტოში ითამაშა და პირველად ვერ დაეხმარება გუნდს. ზურიკო „სენტ-ეტიენის’’ საუკეთესო ბომბარდირია, ლიგა 1-ის 15 მატჩში მის აქტივში 5 გოლი და 2 საგოლე პასია. მისი თამაში განსაკუთრებით შთამბეჭდავი „ოსერთან’’ იყო, როცა ჰეთ-თრიკი შეასრულა.

ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში „სენტ-ეტიენი'' 13 ქულით მე-16 ადგილზეა, ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ზურიკოს როლი ამ მიზნის მიღწევაში ძალიან დიდია. გარდა იმისა, რომ გუნდის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეა, შავ სამუშაოს კარგად ასრულებს და შეტევების გამწვავების კუთხით თამაშზე დიდ გავლენას ახდენს.

ლიგა 1-ის მე-16 ტურში „სენტ-ეტიენი'' მე-10 ადგილზე მყოფ „რეიმსს'' მიიღებს. შეხვედრა დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ტრაბზონსპორი ქოჩორაშვილის შეძენას გეგმავს
ტრაბზონსპორი ქოჩორაშვილის შეძენას გეგმავს