დანი ოლმო, პაუ ვიქტორი
Aa
Aa

ოფიციალური უარი - ბარსელონა ოლმოსა და ვიქტორს ვერ დაარეგისტრირებს

ლა ლიგისა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, „ბარსელონას“ პაუ ვიქტორისა და დანი ოლმოს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. შესაბამისი გადაწყვეტილება ლა ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

რა წერია განცხადებაში:

„ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისა და ლა ლიგის ერთობლივი მონიტორინგის კომიტეტი პაუ ვიქტორისა და დანი ოლმოს რეგისტრაციის საკითხზე სამსჯელოდ შეიკრიბა, მას შემდეგ რაც ასეთი მოთხოვნით მათ „ბარსელონამ“ მიმართა.

კომიტეტმა დაადგინა, რომ 2025 წლის 3 იანვრის მდგომარეობით „ბარსელონა“ სახელფასო ლიმიტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რაც კლუბის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტებით დადასტურდა.

რაც შეეხება ოლმოსა და ვიქტორის დარეგისტრირებას, რეგულაციების შესწავლის შემდეგ კომიტეტმა უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან, როგორც რეგულაციების 130.2 და 141.5 მუხლებშია აღნიშნული, თუ ფეხბურთელს სათამაშო ლიცენზია ჩამოერთვა, მას მიმდინარე სეზონში იმავე გუნდის სახელით სათამაშო ლიცენზიის მოპოვება ეკრძალება“.

„ბარსელონა“ ლა ლიგისა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ამ გადაწყვეტილებას უმაღლეს სპორტულ საბჭოში გაასაჩივრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი საქმე არაა, კლუბს ვენდობი“ - ფლიკი ოლმოს და ვიქტორის რეგისტრაციაზე
„ჩემი საქმე არაა, კლუბს ვენდობი“ - ფლიკი ოლმოს და ვიქტორის რეგისტრაციაზე