ლუკა სილაგაძე
Aa
Aa

დარჩა მხოლოდ ოდიშარია - სილაგაძემ კლუბი დატოვა

ლატვიის საფეხბურთო კლუბ რფს-ის ფეისბუქ-გვერდზე გავრცელდა ცნობა, რომლის მიხედვითაც ლუკა სილაგაძემ მათი გუნდი დატოვა. განცხადებაში წერია, რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელება აღარ გადაწყვიტეს. ამ კლუბის ღირსებას სილაგაძის გარდა, მეორე ქართველი ლაშა ოდიშარიაც იცავდა, რომელიც მისგან განსხვავებით, ძირითადში რეგულარულად ხვდებოდა და საკვანძო ფიგურად ჩამოყალიბდა.

რაც შეეხება სილაგაძეს, ის დედაქალაქის გუნდს გასული წლის ივლისში შეუერთდა და 17 შეხვედრაში თავი 1 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა. იქამდე კი „ლიეპაიასა“ ღირსებას იცავდა, რომელსაც ქართველი სპეციალისტი თამაზ პერტია ამზადებდა. 25 წლის ნახევარმცველი როდესაც სათანადო ფორმაშია, როგორც შემტევ, ასევე დაცვით ფაზაში საიმედო ასპარეზობით გამოირჩევა, მისი მთავარი კოზირი კი სტანდარტულების უმაღლეს დონეზე შესრულებაა.

2005 წელს დაარსებული კლუბისთვის გასული წელი ისტორიაში საუკეთესო გამოდგა - ქვეყნის ჩემპიონატისა და თასის მოგების გარდა, რფს-ი ევროტურნირზე, კერძოდ კი უეფას ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, სადაც ექვს ტურში დაგროვებული 2 ქულით 34-ე ადგილზეა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სილაგაძისა და ოდიშარიას რფს-ი ლატვიის თასის გამარჯვებულია
სილაგაძისა და ოდიშარიას რფს-ი ლატვიის თასის გამარჯვებულია