ლევანტე, ტრაბზონსპორი, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ტრაბზონსპორი ქოჩორაშვილის შეძენას გეგმავს

თურქული გამოცემის Takagazete-ს ცნობით, „ტრაბზონსფორი“ ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და საამისოდ რამდენიმე კანდიდატი უკვე შერჩეულიც ჰყავს.

წყაროს თანახმად, თურქული კლუბი „ლიონიდან“ კორენტინ ტოლისოს და „ლევანტედან“ გიორგი ქოჩორაშვილს უმიზნებს.

„ტრაბზონსფორი“ აქამდე მხოლოდ ტოლისოს აკვირდებოდა. მათი მიზანია იანვარში შემადგენლობა გააძლიერონ. ბოლო დროს კი სიაში ქოჩორაშვილიც გამოჩნდა, რომლის შეძენა თურქულ კლუბს გაცილებით მარტივად შეეძლება.

თურქები ტოლისოსთან და „ლიონთან“ კონტაქტს განაგრძობენ. პარალელურად კი ქართველი ნახევარმცველის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავენ. ქოჩორაშვილის ხელშეკრულება ძალაში 2027 წლამდეა. მისი სატრანსფერო ღირებულება 4 მილიონი ევროა. როგორც ცნობილი ხდება, „ტრაბზონსფორისთვის“ „ლევანტეს“ მოთხოვნები მისაღებია და უახლოეს დღეებში შესაძლოა ოფიციალური წინადადებაც ვიხილოთ.

გიორგი ქოჩორაშვილი მიმდინარე სეზონში „ლევანტეს“ სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრია. მის ანგარიშზე 16 მატჩში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. თავად ვალენსიური კლუბი ლა ლიგა 2-ში 20 ტურის შემდეგ 32 ქულით მე-8 პოზიციაზეა. საპლეიფო ზონას კი მხოლოდ ერთი ქულა აშორებს, მაგრამ მათ ერთი მატჩით ნაკლები აქვთ გამართული, რაც გარკვეულ უპირატესობას აძლევს. გუნდი მომდევნო შეხვედრას 8 იანვარს სტუმრად „ტენერიფესთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მადლობა, მოგვენატრები“ - კარლსრუეს გულშემატკივრები ბუდუს ემშვიდობებიან
„მადლობა, მოგვენატრები“ - კარლსრუეს გულშემატკივრები ბუდუს ემშვიდობებიან