სუპერვარსკვლავი გახდება - კორმიემ თოფურიაზე ისაუბრა
UFC-ის ყოფილი ორგზის ჩემპიონი დანიელ კორმიე, რომელიც ამჟამად კომენტატორის ფუნქციებს ითავსებს, ილია თოფურიას მიმართ მუდამ დადებითად იყო განწყობილი და თავის სიმპათიებს არც ბოლო პერიოდში მალავს. ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, შეკითხვაზე, თუ რამდენად შორს წასვლა შეუძლია ქართველ ჩემპიონს, მან საკმაოდ საინტერესო პასუხი გასცა.
რას ამბობს თოფურიაზე
საერთოდ ყოველთვის ყველაფერში ასეა - იმისათვის, რომ წინა თაობის წარმომადგენლების ადგილი ღირსეულად დაიკავო, ისინი უნდა დაამარცხო. „ელ მატადორი“ სწორედ ამ გზას ადგას და უდიდეს აჟიოტაჟს იწვევს.
აჟიოტაჟი უფრო დიდი იქნება და დამსახურებულ აპლოდისმენტებსაც მიიღებს, თუ ვოლკანოვსკის მატჩ-რევანშშიც აჯობებს. ეს თოფურიას სუპერვარსკვლავად გადააქცევს.
შეიძლება თვითონ ასე არ თვლიდეს, მაგრამ ქვემსუბუქ წონაში საქმეები კიდევ გასაკეთებელი აქვს. ვიცი, დარჩენა ამ წონაში იმიტომ არ სურს, რომ ისეთი მებრძოლებთან დაპირისპირება მოუწევს, რომლებიც ასე ვთქვათ, ცუდად ტირაჟირებულები არიან, მაგრამ ესც კარიერის შემადგენელი ნაწილია.
სწორედ ილიამ უნდა გადაიყვანოს თავის რელსებზე დიეგო ლოპესიც და მოვსარ ევლოევიც, რადგან მასთან დამარცხების შემდეგ დაიმსხვრნენ ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და მაქს ჰოლუეის სახით ისეთი დიდი ჩემპიონები, რომლებიც ამ დივიზიონში ცხრა წელი ბატონობდნენ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კორმიემ ბევრი სხვა ექსპერტისგან განსხვავებით, 2024 წლის UFC-ის საუკეთესო მებრძოლად არა ბრაზილიელი ალექს პერეირა, არამედ ილია თოფურია დაასახელა.