მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

უმარი სულ სხვა კლასის მებრძოლია - ულანბეკოვი დვალიშვილს უშანსოდ მიიჩნევს

მერაბ დვალიშვილსა და უმარ ნურმაგომედოვს შორის გასამართ ბრძოლაზე პროგნოზებს თითქმის ყველა რუსი მებრძოლი აკეთებს და ბუნებრივია, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ფავორიტად არა სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედ ქართველ ჩემპიონს, არამედ უმარს ასახელებს, რომელსაც ტოპ-ათეულის წარმომადგენელი მოწინააღმდეგე პირველად ეყოლება. მომავალ შეხვედრაზე კომენტარი UFC-ის კიდევ ერთმა დაღესტნელმა მებრძოლმა ტაგირ ულანბეკოვმაც გააკეთა და უმარის უპირატესობებზე დეტალურად ისაუბრა.

რას ამბობს ულანბეკოვი

უმარი საერთოდ სხვა კლასის სპორტსმენია, მერაბს კი მხოლოდ ბრძოლის უნარი და გამძლეობა გააჩნია. ვიცი, როგორც ემზადება ნურმაგომედოვი თავის დარბაზში და ამ ყველაფერს ჰაერზე არ ვლაპარაკობ.

რასაც ვუყურებ, უმარი თავის სპარინგ-პარტნიორებს უფრო იოლად გადაჰყავთ პარტერში, ვიდრე ამას მერაბი გააკეთებს. საერთოდ, მგონია, რომ დვალიშვილს ნურმაგომედოვის წაქცევა გაუჭირდება.

დავუშვათ მოხდა ისე, რომ მერაბმა უმარი პარტერში გადაიყვანა. მხოლოდ გადაყვანა ხომ არ არის? ხომ უნდა დაიჭიროს? უმარს კი პარტერში თავის წონაში ვერავინ ვერ აკავებს.

დაღესტნელი ტაგირ ულანბეკოვი ხაბიბ ნურმაგომედოვის გუნდს 2020 წლიდან შეუერთდა და იმ პერიოდისთვის მას შერეულ ორთაბრძოლებში ჩატარებული 11 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მარცხი ჰქონდა განცდილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამპარტავანი არ ვარ, მაგრამ ... - უმარი ყველაზე რთულ მეტოქეზე
ამპარტავანი არ ვარ, მაგრამ ... - უმარი ყველაზე რთულ მეტოქეზე