გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

„უმაღლესი დონისთვის მზად არის“ - პრემიერლიგის ვებ გვერდი ჩაკვეტაძეზე

გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ ბრიტანეთში ინტერესი სულ უფრო იზრდება და ქართველი გამთამაშებლის შესახებ ბევრი ცნობილი გამოცემა, თუ სპეციალისტი წერს. ნელ-ნელა ნათელი ხდება, რომ თუ „უოტფორდი“ პრემიერლიგაში ვერ აღზევდება, ჩაკვეს ჩემპიონშიფში არავინ დატოვებს.

ამჯერად, პრემიერლიგის ოფიციალური ვებ გვერდი აქვეყნებს სტატიას, სადაც საუბარია ჩემპიონშიფში მოთამაშე 5 ვარსკვლავზე, რომლებიც პრემიერლიგაში სათამაშოდ მზად არიან და ამას იმსახურებენ.

„საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდის ქომაგებს ყოველ ჯერზე აღაფრთოვანებს, როცა ბურთს იღებს. 25 წლის ფეხბურთელი ყოველთვის ახერხებს ერთი მეტოქის ჩამოშორებას და თამაშის გამწვავებას. ჩაკვეტაძე, რომელიც სათამაშო სტილით უფრო შემქმნელია, ვიდრე ბომბარდირი, მიმდინარე სეზონში 59 საგოლე შანსი შექმნა, რაც ჩემპიონშიფში საუკეთესო შედეგია. მას 45 საკვანძო პასი აქვს შესრულებული და ამ მხრივ ლიგაში ლიდერია.

ქართველი ნახევარმცველი შრომისმოყვარეობითა და გუნდური მუშაობით გამოირჩევა. ის პრესინგშიც კარგად არის ჩართული. ბურთსაც ხშირად იბრუნებს. მისი მთავარი უნარი კი მომენტების შექმნაა, რაც მის მიმართ ინტერესს ზრდის. ბუნებრივია, რომ პრემიერლიგის კლუბები ჩაკვეტაძის გაფორმებით დაინტერესებულნი არიან. იმ ნიჭიდან გამომდინარე, რომელიც მას აქვს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი უმაღლეს დონეზე სათამაშოდ მზად არის“.

- ვკითხულობთ სტატიაში.

ჩაკვეტაძის შეძენის სურვილი პრემიერლიგის რამდენიმე კლუბს აქვს. დაიწერა „ევერტონის“ შესახებაც. აშკარაა, რომ „უოტფორდს“ მისი შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. თუმცა, შედგება თუ არა ტრანსფერი იანვარში, ამის თქმა რთულია.

შეგახსენებთ, რომ ტომ ქლევერლის გუნდი ჩემპიონშიფში 24 ტურის შემდეგ, 37 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს და პრემიერლიგის საპლეიოფო ზონასთან მხოლოდ 2-3 ქულიანი ჩამორჩენა აქვს, მაგრამ ჩაკვეტაძის გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს გამართული. „უოტფორდი“ მომდევნო შეხვედრას დღეს, საკუთარ მოედანზე „შეფილდ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sky Sport: არც კვარა, არც ნერეში - კონტე ფიორენტინასთან სიურპრიზს გეგმავს
Sky Sport: არც კვარა, არც ნერეში - კონტე ფიორენტინასთან სიურპრიზს გეგმავს