ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

ბევრი ვარიანტი აქვს - მექვაბიშვილის ახალი მსურველები

ანზორ მექვაბიშვილი რუმინეთის ჩემპიონატში ჯერ სულ რამდენიმე თვეა თამაშობს, მაგრამ მოახერხა იმდენი, რომ მოკლე პერიოდში მისი შეძენით გაცილებით უფრო ძლიერი და მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი კლუბები არიან დაინტერესებული. საქართველოს ნაკრებისა და „უნივერსიტატ კრაიოვას“ 23 წლის ნახევარმცველის დამატება „ჯენოას“ რომ სურდა, ძველი ამბავია. თუმცა, როგორც რუმინული digisport-ი იუწყება, სხვა ვარიანტებიც არსებობს.

რას წერენ მექვაბიშვილზე

ნახევარმცველი, რომელიც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2024-ზე გამოდიოდა, შესაძლოა „უნივერსიტატეტ კრაიოვასთვის“ ფინანსური მოგების წყარო გახდეს. თბილისის „დინამოდან“ 750 ათას ევროდ დამატებულმა ანზორ მექვაბიშვილმა საკუთარ სიძლიერეში რუმინეთში და არამხოლოდ ამ ქვეყანაში, ყველა დაგვარწმუნა.

მისი დამატება არაერთ კლუბს სურს, რომელთა შორისაც განსაკუთრებით ბელგიის რამდენიმე ძლიერი გუნდი აქტიურობს და ისინი ანზორის თამაშზე დაკვირვებას განაგრძობენ. ქართველი ფეხბურთელი „კრაიოვას“ მფლობელის მიჰაი როტარუს და საპატიო პრეზიდენტის სორინ კირცუს საყვარელი ფეხბურთელია, ასევე ის მთავარი მწვრთნელის მხრიდან უდიდესი ნდობითა და დაფასებით სარგებლობს.

გადაჭრით ჯერ არ შეიძლება იმის თქმა ბელგიური კლუბები შეძლებენ მის დარწმუნებას, თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები. ერთი რამ კი ფაქტია - მექვაბიშვილის სატრანსფერო საქმეებით სააგენტო GG11 არის დაიკავებული, რომელიც ძმებ ჯუფრიდებს ეკუთვნის და ფლორინ მანეასთან ერთად, მათ სახელს რადუ დრაგუშინის „ჯენოადან“ „ტოტენჰემში“ გადაყვანა უკავშირდება. ასევე ეს სააგენტო აქტიურად მონაწილეობდა ვიკარიოს -„ტოტენჰემში“, გუდმუნდსონის -„ფიორენტინაში“, ტრაორეს - „ოსერსა“ და ოკოიეს - „უდინეზეში“ გადაყვანაში.

შეგახსენებთ, რომ რუმინეთში გადაბარგებამდე ანზორ მექვაბიშვილი „დინამო თბილისში“ ასპარეზობდა. ევრო 2023-ზე, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ უმასპინძლა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი იყო.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვერნაძის აღიარება იტალიაში | თვის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა
კვერნაძის აღიარება იტალიაში | თვის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა