ამპარტავანი არ ვარ, მაგრამ ... - უმარი ყველაზე რთულ მეტოქეზე
მერაბ დვალიშვილსა და უმარ ნურმაგომედოვს შორის გასამართ ბრძოლამდე ზუსტად ორი კვირა რჩება და ბუნებრივია, აჟიოტაჟი სულ უფრო მეტად იზრდება. სპორტული მედიის წარმომადგენლები ორთაბრძოლის მონაწილე ქართველ და დაღესტნელ მონაწილეებს სხვადასხვა შეკითხვებით ხშირად მიმართავენ. თუმცა, როგორც უმარი, ასევე მერაბი სოციალური ქსელის საშუალებითაც საკმაოდ აქტიურები არიან და ცდილობენ, ქომაგების გაგზავნილ შეკითხვებს პასუხები გასცენ. ამჯერად ნურმაგომედოვს კარიერის ყველაზე რთულ მოწინააღმდეგეზე ჰკითხეს, რაზეც მან საინტერესო პასუხი გასცა.
რა თქვა ნურმაგომედოვმა
ამპარტავნობა იქნება ჩემი მხრიდან იმის თქმა, რომ დვალიშვილი ტკბილი ლუკმა, ან იოლი მეტოქეა. პირიქით, მერაბი კარგი მებრძოლია. თუმცა, ყველაზე რთული ოპონენტი პირადად ჩემთვის ამ დივიზიონში კორი სენდჰეგენი გახლდათ, რადგან მასთან გამარჯვების მოპოვება უზომოდ გამიჭირდა.
შეგახსენებთ, რომ სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში 15 სექტემბერს მოპოვებული საჩემპიონო ქამრის შენარჩუნებას დვალიშვილი სწორედ უმარ ნურმაგომედოვთან შეხვედრაში ეცდება, რომელიც თბილისის დროით, 19 იანვარს, გამთენიისას შედგება.