ლებრონ ჯეიმსი
Aa
Aa

ლებრონი ახალ სიმაღლეზე - ჯორდანი უკან მოიტოვა

ლებრონ ჯეიმსმა NBA-ში კიდევ ერთი უნიკალური რეკორდი დაამყარა. „ატლანტასთან“ (119:102) მოგებულ შეხვედრაში „ლეიკერსის“ 40 წლის ლიდერმა მორიგი უმაღლესი დონის შეხვედრა ჩაატარა და 30 ქულით, 8 შედეგიანი პასითა და 3 მოხსნით თანაგუნდელებს შორის საუკეთესო იყო. თუმცა, ეს ყველაფერი არ გახლავთ - „ჰოუქსთან“ მატჩი მის კარიერაში რიგით 563-ეა, რომელშიც მინიმუმ 30 ქულას მოუყარა თავი, რითაც აქამდე ერთპიროვნული რეკორდსმენის, NBA-ს დიდების დარბაზის წევრისა და 6-გზის ჩემპიონის, მაიკლ ჯორდანის მიღწევა გააუმჯობესა.

ფენომენალური ჯეიმსი მართლაც რომ ფენომენალურ ფორმაშია და ბოლო 24 საათში ჩატარებულ ორ შეხვედრაში საერთო ჯამში 66 ქულა დააგროვა, საიდანაც საჯარიმოს ხაზიდან მხოლოდ 4 აიღო, დანარჩენი 62 კი უშუალოდ თამაშიდან ჩააგდო. უკანასკნელ 10 მატჩში ლებრონის საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი ასეთია - 28,7 ქულა, 6,1 მოხსნა, 8,4 პასი. საშუალო დისტანციიდან მას 55, პერიმეტრიდან - 45, ხოლო საჯარიმოებიდან 83-პროცენტიანი სიზუსტე აქვს.

ძირითადად მისი 40 წლის ლიდერის არაჩვეულებრივ ფორმაში შესვლის ხარჯზე, „ლეიკერსმა“ სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გაიუმჯობესა და 20 მოგებითა და 14 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიის წერა გრძელდება - იანისის და იოკიჩის რეკორდები
ისტორიის წერა გრძელდება - იანისის და იოკიჩის რეკორდები