სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

ისევ მამუს გარეშე - სან ანტონიომ დენვერში მოიგო

„სან ანტონიომ“ NBA-ში მორიგი შეხვედრა მოიგო, თუმცა კალათბურთის ქართველი გულშემატკივარი კმაყოფილი ნამდვილად ვერ იქნება, რადგან სანდრო მამუკელაშვილს თავის გამოჩენის საშუალება ისევ არ ეძლევა. რამდენიმე დღის წინ, „კლიპერსთან“ მოპოვებული დასამახსოვრებელი გამარჯვების შემდეგ, „სპურსმა“ ამჯერად დენვერში ადგილობრივ „ნაგეტსს“ (110:113) დაძაბულ ბრძოლაში აჯობა, თუმცა 25 წლის ქართველ ლეგიონერს ერთი წუთით თამაშის შესაძლებლობაც არ მისცემია.

მატჩის ყველაზე სასარგებლო კალათბურთელის გამოცნობა რთული არავისთვის იქნება - დენვერელების უპირობო ლიდერს ნიკოლა იოკიჩს მორიგ სამმაგ დუბლამდე მხოლოდ ერთი შედეგიანი გადაცემის შესრულება დააკლდა. 36 წუთში მის ანგარიშზე 41 ქულა, 18 მოხსნა და 9 პასი გახლდათ. იოკიჩის მსგავსად ორმაგი დუბლით გამოიჩინა თავი მამუკელაშვილის ფრანგმა თანაგუნდელმა ვიქტორ ვემბანიანამ, რომელიც ტეხასელებს გამარჯვებაში 35 ქულით, 18 მოხსნითა და 4 ასისტით დაეხმარა.

წინა წელთან შედარებით, „სან ანტონიოს“ გაცილებით კარგი სეზონი აქვს, 18 მოგებითა და 16 წაგებით მერვე ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის. „სპურსის“ მომდევნო მეტოქე ისევ „დენვერი“ იქნება, რომელსაც ამჯერად უკვე უმასპინძლებს და მატჩი ხვალ, თბილისის დროით, დილის 05:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესამე, ვინც ეს გააკეთა | უესტბრუკის ისტორიული მატჩი და შეუდარებელი იოკიჩი
მესამე, ვინც ეს გააკეთა | უესტბრუკის ისტორიული მატჩი და შეუდარებელი იოკიჩი