გოგა ბითაძე
Aa
Aa

მცირედი სამმაგ დუბლამდე - ბითაძის მორიგი მაგარი მატჩი

„ორლანდომ“ 2025 წელს პირველად გაიმარჯვა და გუნდის მოგებაში გოგა ბითაძეს ამჯერადაც სოლიდური წვლილი მიუძღვის. ფლორიდელებმა სტუმრად „ტორონტო“ 9-ქულიანი სხვაობით, 106:97 დაამარცხეს. 25 წლის ქართველმა კალათბურთელმა კი, კიდევ ერთი ორმაგი დუბლი შეასრულა და შეხვედრა 11 ქულით, 13 მოხსნით, 7 შედეგიანი პასით, 3 დაფარებითა და 1 ჩაჭრით დაასრულა.

პარკეტზე გატარებულ 30 წუთში ბითაძემ შვიდიდან სამი ორქულიანი და რვიდან ხუთი საჯარიმო გამოიყენა. პერიმეტრიდან ჩაგდების მისი ორი მცდელობიდან კი, ორივე წარუმატებელი აღმოჩნდა. ცამეტი მოხსნიდან „მეჯიქის“ ქართველმა მოთამაშე 10 დაცვაში, 3 კი შეტევაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ჯარიმა მიიღო. საინტერესოა, რომ 7 ასისტი გოგასთვის NBA-ში პირადი რეკორდია და ასე თუ განაგრძობს, ორმაგი დუბლების სპეციალისტად ჩამოყალილებულმა, შესაძლოა სულ მალე სამმაგითაც გაგვახაროს.

21 მოგებითა და 15 წაგებით „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. ბითაძე და მისი თანაგუნდელები მომდევნო ტურში „იუტა ჯაზს“ უმასპინძლებენ და შეხვედრა ორშაბათს, თბილისის დროით, დილის 03:30 წუთზე დაიწყება,

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარიერის მატჩი - ტრისტანს გაბრწყინებაში ბითაძე დაეხმარა
კარიერის მატჩი - ტრისტანს გაბრწყინებაში ბითაძე დაეხმარა