დაპირისპირება პოლიციასთან | ვალენსიას ქომაგთა პროტესტი
ესპანეთის ლა ლიგის მე-12 ტურის გადადებულ შეხვედრაში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ მადრიდის „რეალს“ ხვდება. „ღამურები“ მასპინძლის რანგში არიან და შეხვედრის დაწყებამდე, „მესტალიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გაიმართა.
„ვალენსიას“ გულშემატკივრებმა კლუბის პრეზიდენტი, პიტერ ლიმი გააკრიტიკეს და მისი წასვლა მოითხოვეს. ვითარება უკიდურესად დაიძაბა და სამართალდამცველებსა და ქომაგებს შორის, ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, რომლის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
???? La @policia acaba de cargar contra la afición pic.twitter.com/Bp1VF1QmHY
— SIN ATADURAS (@SinAtadurasPM) January 3, 2025
„ვალენსიას“ მფლობელთა მისამართით გამოხატული პროტესტის გარდა, „ღამურების“ გულშემატკივრებმა „რეალის“ ავტობუსს განსაკუთრებული დახვედრაც მოუწყვეს. „პლაჟის ბურთი ვინისიუსს“, - სკანდირებდნენ ისინი „ბლანკოსის“ ბრაზილიელი გარემარბის მისამართით, რომელმაც „ოქროს ბურთი“ ვერ დაისაკუთრა.
შეგახსენებთ, რომ „რეალთან“ მატჩს გიორგი მამარდაშვილი ტრავმის გამო ტოვებს. ქართველმა მეკარემ „რაიოსთან“ მიღებული დაზიანება დროულად ვერ მოიშუშა და „ღამურებს“ ვერ ეხმარება.