რუბენ ამორიმი, ვიქტორ გიოკერეში
Aa
Aa

Mirror: ამორიმმა გადაიფიქრა, იუნაიტედი იანვარში გიოკერეშის შეძენას შეეცდება

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას ლისაბონის „სპორტინგის“ შვედი ფორვარდის, ვიქტორ გიოკერეშის შეძენას შეეცდება. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Mirror-ი წერს.

„სპორტინგის“ დატოვების შემდეგ ამორიმს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ გიოკერეშის ტრანსფერზე მუშაობას „წითელი ეშმაკები“ მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყებდნენ, თუმცა, როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, პორტუგალიელი სპეციალისტის გეგმები შეიცვალა: ამორიმმა კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ ზაფხულამდე დალოდება არასწორი იქნებოდა და რომ გიოკერეშმა „მანჩესტერის“ მაისური უკვე იანვარში უნდა მოირგოს.

26 წლის შვედი ფორვარდის ტრანსფერი „მანჩესტერს“ დაახლოებით 80 მილიონი გირვანქა დაუჯდება, ამიტომ კლუბი აპირებს, დაემშვიდობოს ჯოშუა ზირკზესა და მარკუს რაშფორდს.

ნოემბერში „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ამორიმმა განაცხადა, რომ იანვარში „სპორტინგიდან“ გიოკერეშის წაყვანას არ აპირებს, თუმცა, „წითელი ეშმაკების“ ბოლოდროინდელმა წარუმატებელმა შედეგებმა პორტუგალიელ სპეციალისტს პოზიციის შეცვლა აიძულა.

შეგახსენებთ, რომ 19 მატჩის შემდეგ „იუნაიტედი“ 22 ქულით პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის მე-14 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამორიმი: “პრემიერ ლიგიდან გავარდნა შესაძლებელია“
ამორიმი: “პრემიერ ლიგიდან გავარდნა შესაძლებელია“