ხვიჩა კვარაცხელია, ზაზა ჯანაშია
Aa
Aa

„მისი სტიქიაა“ | ჯანაშია კვარაცხელიას ლა ლიგაში გადასვლას ურჩევს

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ზაზა ჯანაშიამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ჯანაშიას თქმით, „ნაპოლის“ გარემარბის მომდევნო კარიერული ნაბიჯი ლა ლიგა უნდა იყოს და „კვარა“ ესპანურ კლუბს უნდა შეუერთდეს.

„ხვიჩა ხვიჩაა. დღესდღეობით, ის ქართული ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავია, მაგრამ საქართველოში სხვა კარგი მოთამაშეებიც გვყავს. ერთი ფეხბურთელი გუნდს მხრებზე ვერ მოიკიდებს, მაგრამ ხვიჩა საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ლიდერია.

ველოდები, რომ ის უფრო და უფრო უკეთესად ითამაშებს. მგონია, რომ 2025 წელს, ესპანურ კლუბში გადასვლა ესაჭიროება. მარტო ლა ლიგაში უნდა წავიდეს. ესპანეთის ჩემპიონატი მისი სტიქიაა“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ შორის ხელშეკრულება ჯერ არ გახანგრძლივებულა. იწერება, რომ მხარეებმა საერთო ენა გამონახეს, მაგრამ კლუბს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. „კვარას“ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხუალმდე აკავშირებს, Transfermarkt-ზე მისი გამოსასყიდი თანხა 85 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხაბიბი: „დაღესტანში საუკეთესოები არიან“
ხაბიბი: „დაღესტანში საუკეთესოები არიან“