მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი, რეი ლონგო
Aa
Aa

„მეგონა, ხუმრობდნენ როცა ჩხუბი გამოაცხადეს“ | მერაბის მწვრთნელის კომენტარი

მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა, რეი ლონგომ უმარ ნურმაგომედოვთან გასამართ ჩხუბზე ისაუბრა. MMA-ის ლეგენდარული მწვრთნელი გაოცდა, როცა UFC-იმ ნურმაგომედოვისა და დვალიშვილის ორთაბრძოლა ოფიციალურად დააანონსა. ლონგო თვლის, რომ „მანქანა“ ოქტაგონზე ნაადრევად ბრუნდება და შედარებით გრძელი პაუზა უნდა აეღო.

„მეგონა, ხუმრობა იყო, როცა UFC-იმ მერაბისა და უმარის ჩხუბი გამოაცხადა. ალჯამეინ სტერლინგთან ერთად ლას-ვეგასში ვიყავი და როცა განცხადება ვნახე, ალჯომ მითხრა, ყველაფერი ასეა, მაგრამ არ ინერვიულოო. თუმცა, ჩემი აზრით, ასეთ მცირე დროში ოქტაგონზე დაბრუნება სრული სიგიჟეა.

მერაბი გააკეთებს იმას, რასაც ყოველთვის აკეთებს. მან და მისმა მომდევნო მეტოქემ ერთდროულად რომ დაიწყონ ვარჯიში, დვალიშვილი ჩხუბს უკეთეს ფორმაში შეხვდება. საკმარისი ხანგრძლივობის კემპი აქვს და ვფიქრობ, უმართან ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ, ეს სწორი არ მგონია“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი და ნურმაგომედოვი 19 იანვრის ღამეს UFC 311-ზე იბრძოლებენ. მერაბმა საჩემპიონო ქამარი შონ ომალის დამარცხებით, 15 სექტემბერს დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მადლობა, მოგვენატრები“ - კარლსრუეს გულშემატკივრები ბუდუს ემშვიდობებიან
„მადლობა, მოგვენატრები“ - კარლსრუეს გულშემატკივრები ბუდუს ემშვიდობებიან