მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

წასვლა გარდაუვალია - სალაჰის მოულოდნელი აღიარება

ერთი შეხედვით მხარეები შეთანხმებასთან საკმაოდ ახლოს იყვნენ და ინგლისური სპორტულ პრესაში იწერებოდა, რომ უახლოეს მომავალში მოჰამედ სალაჰი „ლივერპულთან“ კონტრაქტს 2 წლით გაახანგრძლივებდა, თუმცა ბოლო პერიოდში ყველაფერი აირია და მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. აქამდე ბურუსით მოცულ სიტუაციას კი ნათელი თავადა ეგვიპტელი ფეხბურთელის განცხადებამ მოჰფინა და ლამის ასი პროცენტით გადაწყდა, რომ წლევანდელი სეზონის დასრულებისთანავე მერსისაიდული გრანდი წამყვანი მოთამაშის გარეშე დარჩება.

მოჰამედ სალაჰი

უკანასკნელი შვიდი თუ რვა წლის განმავლობაში ლამის ყველა ინტერვიუში აღვნიშნავდი ხოლმე, რომ განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდოდა, თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა და პირადად ჩემთვის პრიორიტეტული ინგლისის პრემიერ ლიგაა.

რატომ? წარმოდგენა არ მაქვს. ალბათ იმიტომ, რომ ქვეყნის ჩემპიონები ბოლოს როდესაც გავხდით, კორონავირუსის პანდემია დაემთხვა და ჩვენი ერთგული ფანების გარემოცვაში ისე ვერ აღვნიშნეთ, როგორც საჭირო იყო. გარდა ამისა, ნათელია, რომ „ლივერპულში“ ეს ჩემი ბოლო სეზონია და მსურს როგორც კლუბისთვის, ასევე ქალაქისთვის რაღაც განსაკუთრებული გავაკეთო.

საიმისო შანსები, რომ სალაჰმა „წითლებში“ თავისი ბოლო ოცნება აისურლოს, საკმაოდ მაღალია, რადგან ამ ეტაპზე „ლივერპული“ სატურნირო ცხრილს 45 ქულით ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ „არსენალს“ 6 ქულით უსწრებს, თანაც მერსისაიდელებს „მეთოფეებთან“ შედარებით მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იუნაიტედის“ ფეხბურთელები ეძებენ ადამიანს, რომელსაც გასახდელიდან ინფორმაცია გააქვს
„იუნაიტედის“ ფეხბურთელები ეძებენ ადამიანს, რომელსაც გასახდელიდან ინფორმაცია გააქვს