MMA ჯანდაბაშიც წასულა | პერიოდი, როცა მერაბმა შერეულ ორთაბრძოლებს თავი დაანება
მერაბ დვალიშვილი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საბრძოლო ორგანიზაციის, UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონია. „მანქანამ“ ტიტული შონ ომალის დამარცხებით მოიპოვა, მაგრამ მის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა MMA-ზე საერთოდ აღარ ფიქრობდა და თვლიდა, რომ ამ სპორტში არაფერი გამოუვიდოდა.
„კარიერის პირველი ორთაბრძოლა წავაგე. მეორე ჩხუბში გავიმარჯვე და ერთ-ერთმა ორგანიზაციამ მკითხა, რამდენიმე კვირის შემდეგ ოქტაგონზე გასვლა თუ მინდოდა. დავთანხმდი, წავაგე და საკუთარ თავს ვუთხარი, MMA ჯანდაბაშიც წასულა-მეთქი.
2014 წლის ბოლოს, MMA-ისთვის თავი დანებებული მქონდა. რატომ? იმ პერიოდში, ვფიქრობდი, რომ საუკეთესო მებრძოლი არ ვიყავი და თუ Ring of Combat (MMA-ის ორგანიზაცია) ვმარცხდებოდი, UFC-ში წარმატებას როგორ მივაღწევდი. ჩხუბი ჩანიშნული მქონდა, მაგრამ თავის ტკივილებს ვებრძოდი და მოტივაცია საერთოდ არ მქონდა. გადავწყვიტე, პაუზა ამეღო და ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით მეცხოვრა. მშვენებლობაზე ვმუშაობდი, მაგრამ რაღაც მაკლდა და ბედნიერი არ ვიყავი.
გადავწყვიტე, რომ ოქტაგონზე დავბრუნებულიყავი და მეჩხუბა. ჩინეთში ბრძოლასაც განვიხილავდი, რადგან იქ ქართველი მებრძოლები ჩხუბობდნენ. საბოლოოდ, ოქტაგონს დავუბრუნდი, ზედიზედ 6 ბრძოლა მოვიგე და შემდეგ, ჩემს ერთ-ერთ ჩხუბს დენა უაითი დაესწრო და UFC-ში მოვხვდი", - ამბობს მერაბი.
ცნობისთვის, მერაბი UFC-ში 7 მოგებითა და 2 წაგებით მივიდა. დვალიშვილი პირველ ორ ჩხუბში დამარცხდა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ 11-ჯერ იმარჯვა და ჩემპიონი გახდა.