ხორვატი მცველი ტორპედოში? - ვინ არის ლუკა პოსინკოვიჩი
Aa
Aa

ხორვატი მცველი ტორპედოში? - ვინ არის ლუკა პოსინკოვიჩი

ბოსნიური MeridianSportBH-ის ცნობით, ქუთაისის „ტორპედო’’ 21 წლის ხორვატი მარცხენა/მარჯვენა მცველით, ლუკა პოსინკოვიჩით დაინტერესდა (განაპირა მცველის სიმაღლე 1,83 მ.). ლუკას ბოსნიის მოქალაქეობაც აქვს და ამჟამად ბოსნიის ჩემპიონატში, „იგმან კონიცში’’ თამაშობს. წყაროს ცნობით, უახლოეს პერიოდში ბოსნიური კლუბი ახალგაზრდა ფეხბურთელს გაყიდის. ქუთაისის „ტორპედოს’’ გარდა მის მიმართ ინტერესი უკრაინულ და უნგრულ კლუბებს აქვთ.

პოსინკოვიჩი სპლიტშია დაბადებული, სპლიტის „ჰაიდუკის'' აღზრდილია, 2021 წელს სპლიტის „ჰაიდუკის’’ 19-წლამდე გუნდში UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაზე ითამაშა. პროფესიულ დონეზე სლოვენიურ „ფუზინარსა’’ (რანგით მეორე ლიგა) და ხორვატულ კლუბებში, ზრინსის „ოსიეცკოსა’’ და ზაგრების „დუბრავაში’’ უთამაშია (რანგით მეორე ლიგა). გასულ ზაფხულში ბოსნიის უმაღლესი ლიგის კლუბში გადავიდა და მიმდინარე სეზონში სტაბილურად თამაშობს, ჩემპიონატის 13 და თასის ერთ შეხვედრაში ითამაშა.

ტანმაღალი მცველი ორივე ფლანგზე თამაშობს. სწრაფია, კარგი ჩაწოდებითა და კარგი დარტყმით გამოირჩევა. ასევე, აქტიურია სტანდარტული ვითარებებისას.

ბოსნიურ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები