გარანტიებს ვერ მივცემ - გუარდიოლამ დე ბრუინზე ისაუბრა
ბოლო პერიოდში კევინ დე ბრუინის მომავალთან დაკავშირებით ინგლისურ სპორტულ მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. ვეტერან ბელგიელ ნახევარმცველს ძირითადად თურქეთის სუპერ ლიგაში გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ, სადაც მისი დამატებით სტამბოლური გრანდები, „გალათასარაი“ და „ფენერბაჰჩე“ ინტერესდებიან. „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა კი მასზე ისეთი რამ თქვა, რომ დე ბრუინის წასვლა კიდევ უფრო რეალური გახდა.
პეპ გუარდიოლა
ფეხბურთელებთან კონტრაქტების გახანგრძლივება ჩემს კომპეტენციაში არ შედის. დე ბრუინს ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში, ისევე როგორც მის ბევრ თანაგუნდელს, პრობლემები აქვს. თუმცა, როდესაც სტაბილურად თამაშობს და ფორმაშია, ის „მანჩესტერ სიტის“ საკვანძო ფიგურა და თამაშის წარმმართველია.
მიუხედავად ამისა, კევინს ვერაფრის გარანტიას ვერ მივცემ. ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ჩაატარებს სეზონის დარჩენილ პერიოდს. გარდა ამისა, კლუბის შეფები საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს, უდიდეს ყურადღებას მოთამაშის ასაკს აქცევენ.
32 წლის დე ბრუინის ანგარიშზე ინგლისის პრემიერ ლიგის წლევანდელ სეზონში გამართულ 12 შეხვედრაში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.