ხვიჩა კვარაცხელია, ლაუტარო მარტინესი, ნიკოლო ბარელა, დუშან ვლაჰოვიჩი
Aa
Aa

სერია ა-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები - რომელ ადგილზეა კვარა?

ცნობილმა ვებგვერდმა Capology-მ იტალიური სერია ა-ს მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების რეიტინგი გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ იტალიური ფეხბურთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი, დუშან ვლაჰოვიჩია, რომელიც ყოველწლიურად 22,2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სამეულში ასევე შედის „ინტერის“ ორი ფეხბურთელი - ლაუტარო მარტინესი (16,6 მლნ ევრო წელიწადში) და ნიკოლო ბარელა (12 მლნ ევრო წელიწადში). სულ კი პირველ ათეულში მოქმედი ჩემპიონების 5 წარმომადგენელი მოხვდა.

რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. დუშან ვლაჰოვიჩი(იუვენტუსი) - 22,2 მლნ ევრო
2. ლაუტარო მარტინესი (ინტერი) - 16,6 მლნ ევრო
3. ნიკოლო ბარელა (ინტერი) - 12 მლნ ევრო
4. ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი) - 11,1 მლნ ევრო
5. ალესანდრო ბასტონი (ინტერი) - 10,1 მლნ ევრო
6. გლეისონ ბრემერი (იუვენტუსი) - 9,2 მლნ ევრო
7-9. დუგლას ლუისი (იუვენტუსი) - 8,3 მლნ ევრო
7-9. პიოტრ ჟიელინსკი (ინტერი) - 8,3 მლნ ევრო
7-9. ალვარო მორატა (მილანი) - 8,3 მლნ ევრო
10. რომელუ ლუკაკუ (ნაპოლი) - 7,6 მლნ ევრო

რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელებს, ხვიჩა კვარაცხელია 167-ე ადგილზეა (2,05 მლნ ევრო წელიწადში), საბა საზონოვი 407-ე ადგილზე (640 ათასი ევრო), ხოლო საბა გოგლიჩიძე 564-ე ადგილზე (150 ათასი ევრო).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევანდოვსკი პირველზეა - ბარსას მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები
ლევანდოვსკი პირველზეა - ბარსას მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები