ნიკოლა იოკიჩი, იანის ანტეტოკოუნმპო
Aa
Aa

ისტორიის წერა გრძელდება - იანისის და იოკიჩის რეკორდები

NBA-ს უკანასკნელი სათამაშო დღეს ლიგის ორი გამორჩეული ვარსკვლავისთვის განსაკუთრებული გამოდგა. „მილუოკის“ ლიდერმა იანის ანტენტოკუმპომ „ბრუკლინთან“ (110:113), ხოლო „დენვერის“ სერბმა ლეგიონერმა ნიკოლა იოკიჩმა „ატლანტასთან“ (139:120) მატჩებში ქომაგებს მორიგი შოუ შესთავაზეს და თან პარალელურად, სხვადასხვა რეკორდების ავტორები გახდნენ.

„ბაქსის“ ბერძენმა მძიმე ფორვარდმა საშუალო დისტანციიდან სროლების მინიმუმ 50-პროცენტიანი სიზუსტე ზედიზედ 26 შეხვედრაში გამოავლინა, რითაც ამ შაკილ ონილისა (25 მატჩი) და ზაიონ უილიამსონის (25) მიღწევები გააუმჯობესა.

რაც შეეხება იოკიჩს, „ნაგეტსის“ ცენტრი გახდა პირველი კალათბურთელი NBA-ს ისტორიაში, რომელმაც მინიმუმ 20 ქულა, 15 მოხსნა და 15 შედეგიანი გადაცემა 30 წუთში დააგროვა. ეს უნიკალური რეკორდი სერბმა „ჰოუქსთან“ მატჩში დაამყარა, სადაც 23 ქულის, 17 მოხსნისა და 15 ასისტის დასაგროვებლად პარკეტზე 29 წუთისა და 31 წამის გატარება დასჭირდა.

ცნობისათვის, „დენვერი“ 19 მოგებითა და 13 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე პოზიციას იკავებს, ხოლო „მილუოკი“ 17 გამარჯვებითა და 15 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარიერის მატჩი - ტრისტანს გაბრწყინებაში ბითაძე დაეხმარა
კარიერის მატჩი - ტრისტანს გაბრწყინებაში ბითაძე დაეხმარა