ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ოფიციალურად | ბუდუ ზივზივაძემ კარლსრუე დატოვა და ბუნდესლიგაში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე კარიერას „ჰაიდენჰაიმში“ განაგრძობს. გერმანულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და ზივზივაძემ „ჰაიდენჰაიმს“ საკუთარი მომავალი 2029 წლამდე დაუკავშირა.

„ჰაიდენჰაიმის ხელმძღვანელებმა ჩემს გადასაყვანად ბევრი იმუშავეს. სწორედ ამიტომ მინდოდა, შანსის გამოყენება და ბუნდესლიგის კლუბში გადასვლა. მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო, რომ ჰაიდენჰაიმმა უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნოს და ერთი სული მაქვს, ჩემპიონატი როდის განახლდება“, - განაცხადა ბუდუმ.

„ბუდუ ზივზივაძეს კარლსრუეში აქტიურად ვაკვირდებოდით. გასულ სეზონში, მაღალ დონეზე თამაშობდა და მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში, უკეთესი ფეხბურთი აჩვენა, რასაც მის მიერ გატანილი 17 გოლიც აღწერს. გოლის გატანის უნარები კარგად წარმოაჩინა და ბედნიერი ვართ, რომ ჩვენთან გადმოსვლა აირჩია“, - განაცხადა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰოლგერ ზანვალდმა.

მიმდინარე სეზონში „კარლსრუეს'' რიგებში ბუდუმ ბუნდესლიგა 2-ის 17 მატჩში 12 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა. 2023 წლის ნოემბრიდან მოყოლებული „კარლსრუეში'' სტაბილურად შედეგიანი იყო და მისი ტრანსფერი მოულოდნელი არ ყოფილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები