ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

კვარაცხელიას გარეშე ფიორენტინასთან - მუხლის ტრავმა ისევ აწუხებს

2025 წელს „ნაპოლი“ სტუმრად „ფიორენტინასთან“  იტალიის სერია A-ს მეცხრამეტე ტურის შეხვედრით დაიწყებს, რომელშიც ძალიან დიდი ალბათობით ხვიჩა კვარაცხელიას ვერ ითამაშებს. ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დღეს გამართულ წინასამატჩო პრეს კონფერენციაზე პარტენოპეის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ დაადასტურა.

რა თქვა კონტემ

იქნება თუ არა პოლიტანო? არა, ბოლო ერთი კვირაა ბევრი შეფერხებები გვაქვს. ასევე გვაკლია კვარაცხელია, რომელსაც მუხლის ტრავმა ჯერ ბოლომდე არ მოუშუშებია. მაწუხებს თუ არა ყოველივე ეს? ტრავმები ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია. მსგავსი შემთხვევები გვქონდა ლობოტკასთან და გილმორთან მიმართებაში, ახლა კი ბონჯორნოს და კვარას სჭირდება დასვენება. ვეცდებით არსებული დანაკლისი გუნდური მუშაობით გამოვასწოროთ.

რისი გაკეთება შემიძლია ამ დროს? სპინაცოლა შეტევისთვის არის დაბადებული და თუ გაიხსენებთ, „იუვენტუსთან“ მატჩს, ძირითადად სულ იერიშებში იყო ჩართული, რის გამოც მის წინა ხაზში გამწესებას სრულებითაც არ გამოვრიცხავ.

ქომაგებს მივმართავ, რომ საკადრო პრობლემებმა არ შეაშინონ. 41 ქულა 2-3 მოთამაშის კი არა, გუნდში მყოფი ოცდაოთხივე ფეხბურთელის ხარჯზე დავაგროვეთ. ასე რომ, „ნაპოლი“ ასეთ შედეგებს ინდივიდუალისტების კი არა, გუნდური თამაშის დამსახურებით აჩვენებს.

თვრამეტი ტურის შემდეგ 41 ქულით „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილის თანალიდერია და „ატალანტას“ მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება. „ფიორენტინა“ – „ნაპოლის“ მატჩი ხვალ, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Repubblica: კვარას გარეშე, ნაპოლის გოლი ყოველ 29 წუთში გააქვს
Repubblica: კვარას გარეშე, ნაპოლის გოლი ყოველ 29 წუთში გააქვს