ჯოკოვიჩი ბრისბენის ტურნირს გამოეთიშა - ნოლე მსოფლიოს 293-ე ჩოგანთან დამარცხდა
სერბი ჩოგბურთელმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა 2025 წლის სეზონი ბრისბენის ტურნირით დაიწყო, თუმცა წარუმატებლად.
დიდი სლემის 24-გზის გამარჯვებული მეოთხედფინალში ამერიკელ რაილი ოპელკას დაუპირისპირდა და 6:7 (6:8), 3:6 წააგო. ოპელკა მსოფლიო რეიტინგში 293-ე ადგილს იკავებს.
შეხვედრა 1 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა. ამერიკელი ჩოგბურთელი ნახევარფინალში ფრანგ ჯოვანი მპეტში პერიკარს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის სერბისთვის 2024 წელი ერთმნიშვნელოვნად წარუმატებელი გახლდათ, რადგან 7-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მან ვერც ერთი დიდი სლემის ტურნირი ვერ მოიგო.
ნოლე ავსტრალიის ღია პირველობაზე ნახევარფინალში დამარცხდა, როლან გაროსს მეოთხედფინალური მატჩის წინ ტრავმის გამო ჩაეხსნა, უიმბლდონზე ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა, ხოლო ამერიკის ღია პირველობაზე გამოსვლა მესამე წრეში დაასრულა.